21 თებერვალს პარლამენტში…

22 Feb 66659_540724925960048_1687957808_n

66659_540724925960048_1687957808_n

21 თებერვალს პარლამენტში ერთ საინტერესეო შეხვედრას დავესწარი ჩემთვის და ალბათ ყველა ქალისათვის მეტად საჭირბოროტო თემასთან დაკავშირებით.
ბევრი ძველი და ახალი ინფრომაციით. ჯერ კიდევ ჩანასახში არსებული სამომავლო გეგმებით.
თუმცა, მოდით, თანმიმდევრულად დავიწყებ…
ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ბალანსირებისთვის ზრუნავს ორ ასეულზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი.
ატარებენ კვლევებს.
ეძებენ ქეისებს.
დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლთ.
ეხმიანებიან ერთმანეთს და ერთად ეძებენ პრევენციის გზებს იმ უცნაური და მსოფლიოში გავრცელებული სენისგან თავდასაღწევად, რასაც გენდერული უთანასწორობა ჰქვია და რომელსაც უმეტესად ნაკლებად შესამჩნევი, ან ეროვნულ ტრადიციებს ამოფარებული სიმპტომები გააჩნია.

სრული ტექსტი

შემთხვევით არაფერი არ ხდება

10 Jan

igsGjD26NZcIMG_1075თბილისი-ბაქო-დოჰა-დაკა და უკან…

სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა, გენდერული თანასწორობა… ეს ის საკითხებია, რისთვისაც 2012 წლის დეკემბრში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების დაჩქარება და სამომავლო გეგმების დასახვა გახლდათ ბანგლადეშში, ქალაქ დაკაში გამართული კონფერენციის მიზანი.

სრული ტექსტი

არ გაჩუმდე!..

29 Dec

Silent_All_These_Years____by_prettyfreakjesper

ამას წინათ, ჩემი მეგობარი და კოლეგა მიყვებოდა პროკურატურაში გაგონილ ამბავს, ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ქალის შესახებ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. ქალი გათხოვილი იყო, მაგრამ, მიუხედავ ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, მოახერხა სარჩელის შეტანა და პროცესის მოგება, ისე, რომ ქმარს ვერაფერი გაეგო.

გამიკვირდა. იმ შემთხვევებიდან, რომელიც ვიცი, თითქმის ყოველთვის დამანაშვე დაუსჯელია, ისევ და ისევ ქართელი ქალის არაჩეულებრივი მოთმინების, მორჩილების და შემგუებლობის ან ხშირ შემთხვევაში პოლიციის მიერ გაუპატიურების შემთხვევის არასერიოზულად მიღების გამო.
ძალადობათა მრავალსახეობაში გამოიკვეთილი ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა.

თუმცა იგი, მენტალიტეტიდან, ტრადიციიდან და ფსიქოლოგიური კომპლექსებიდან გამომდინარე იშვიათ შემთხვევაში მჟღავნდება და ისჯება.

სრული ტექსტი

ოცნება… ტკივილი… ვალდებულება

24 Oct

დიდი, ცეცხლოვანი თმის ბუჩქი, აპრეხილ ცხვირზე მობნეული ჭორფლი, თხელი, პატარა და ნაზი ტუჩები… სულაც არ ქმნიან სასაცილო ან რომანტიკულ განწყობას. პირიქით, ფერთა და სახის ნაკვთთა ასეთი შეხამებით ძლიერი ამორძალის სახე იხატება. მითუმეტეს, რომ, დრომ, ვითარებამ, ცხოვრების გზამ… სწორედ ასეთად გამოწრთო.

მხოლოდ თვალები… თვალები გადმოსცემენ ისეთ დიდ ტკივილს, როგორიც გულში ვერ და არ დაიტევა, სიტყვით არ გადმოიცემა, დაწერით არ დაიწერება. ტკივილი, რომლის შენახვა, დატევა, გადმოცემა და გაცემა…მხოლოდ თვალებს შეუძლია.

სრული ტექსტი

მერი

12 Oct

მერი პირველად სამი წლის წინ ვნახე, აჭარაში დასასვენებლად ჩასულმა. ,,ნატომ რძალი მოიყვანაო” _ გოგონებმა ამბავი დამახვედრეს. გამიხარდა ჩვენი მუდმივი “სახლის” დიასახლის ოცნება რომ ახდა და ორმოც წელს გადაცილებულმა გაგამ, როგორც იქნა, ცოლი შეირთო, თანაც, 17 წლის, ულამაზესი გოგო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ახალი რძალი უკვე მოლოგინებული იყო და ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში იწვა.

სრული ტექსტი

ქალი და პოლიტიკა

9 Oct


ქალები საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა და ზოგადად ჩვენს ირგვლივ არსებულს სივრცეში.
ძლიერი ქალები.
ისინი საუბრობენ მკვეთრად და კომპეტენტურად, მოქმედებენ მიზანმიმართულად და დიპლომატიურად. უკან იხევენ რთულად და იძულებით.
მტკიცედ არიან დარწმუნებული საკუთარ ძალაში და სჯერათ საკუთარი სიმართლის.
იმიჯი _ ერთნაირი და თანაც განსხვავებული. ეტიკეტის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, თავიანთი მშვიდობისმოყვარეობით ასე სჭირდებიან მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს, მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილების პროცენტულობა 12 % მაინც არ აღემატება.

სრული ტექსტი

კულტურული (რ)ევოლუცია

5 Oct

წინა დღე რაღაც უიმედოდ დაღამდა.
უიმედოდ, რადგან იმედი დიდი ხანია აღარ გვქონდა, რომ ჩვენს ხმას ვინმე გაიგონებდა, ჩვენს სიტყვას ვინმე მოისმენდა, ჩვენს აზრს ვინმე გაიზიარებდა.
ჩვენი ბრალი არ იყო. ასე მიგვაჩვიეს, ასე ჩაგვაგონეს, ასე დაგვაპროგრამეს.
არადა, ყოველდღე საპირისპიროს გვიძახდნენ ტელევიზორიდან. რომ ჩვენ, ყველაზე კარგი ერი ვართ, უნიჭიერესი, ულამაზესი და მოაზროვნე. რომ ილიამ სულ ტყუილად დაგვიწერა „ბედნიერი ერი“. და რომ ამიტომ ვირჩევთ მათ. ( ის, რომ ჩვენი არჩვანი ისინი არიან, უკვე თვისთავად მეტყველებს ჩვენს განუმეორებლობაზე).
არადა, მე არ ვირჩევდი და არც ამირჩევია.
არადა, ეს სიტყვები არ მოდიოდა გულიდან.
არადა, უფრო მეტიც ამ სიტყვების მიღმა იყო, უამრავი იგნორირებული თხოვნა, აზრი, იდეა.
იგნორირებული ადამიანები თავისი ასაკით, წარსულით და მომავლით.

სრული ტექსტი

არაჩვეულებრივი სისასტიკე

21 Sep

შორიდან დავიწყებ.
თითქმის ათი წლის წინანდელი საქართველოდან. ხმაურიანი, აღტაცებული დაპირებებით გაბრუებულებს, თვალები რომ გვიბრწყინავდა… პირველ დაჭერილ კრიმინალზე, პირველ დაჭერილ ქურდზე, პირველ დაჭერილ მექრთამეზე…
… უკვე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის… საკმაოზე მეტად ვიყავით დაღლილები, საინფორმაციოებში პერმანენტულად ნაჩვენები კადრებით. როგორ უვარდებოდნენ სახლებში და წამოაგდებდნენ საწოლიდან მორიგ „დამნაშავეს“, ბიზნესმენს თუ უბრალოდ ვინმეს თვალშიარმოსულ პიროვნებას. აღშფოთებულები, როგორ ანგრევდნენ არალეგალური ბორდელების კარებს და ამით თითქოს მიგვანიშნებდნენ, რომ ისინი აშენებდნენ სახელმწიფოს, სადაც არ იქნება ქრთამის აღება, კრიმინალი, ქურდობა, ნარკომანია, ტყუილი, სექსი, თანამდებობრივი იმუნიტეტი და ლტოლვა ფუფუნებისადმი.

სრული ტექსტი

ძალადობა… როგორც ასეთი

10 Aug

მას ბევრი განმარტება აქვს _ „ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების მიმართ, რის შედეგადაც ადგილი აქვს სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.“

სრული ტექსტი

მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება ქალებს

29 Jul

ალბათ ყველას გახსოვთ უსაყვარლესი კომედია „ჩემი მამა გმირია“.  თავისი მოზარდი გოგონას ქცევით დაბნეული ჟერარ დეპარდიეს გმირი, მეგობარ ქალს ეკითხება „მაინც არ მესმის, ვერ გავიგე რა უნდა?..“. ქალი პასუხობს _ „მას სურს ის, რაც ყველა ქალს _ დიდი და საიმედო სიყვარული.“ კაცი გოცებულია, თუმცა ქვეშეცნეულად იცოდა კიდეც ამ კითხვაზე პასუხი.

მაინც რა სურთ ქალებს?… მხოლოდ სიყვარულის სურვილით შეპყრობილები იცავდნენ და იცავენ ასე თავგამოდებით თავიანთ უფლებებს?..

სრული ტექსტი

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est

Follow

Get every new post delivered to your Inbox.