ცხოვრება კინო არაა ანუ ქალურ ოცნებათა თავშესაფარი

23 Jul

Image

ცხოვრება კინო არაა _ გვესმის ხშირად და ჩვენც არ გვინდა დავიჯეროთ ის, რაც დიდი ხანია ვიცით.

ცხოვრება კინო არაა _ გვამშვიდებენ და ვამშვიდებთ ერთმანეთს ქალები.

ცხოვრება კინო არაა დამცინავად გვახსენებენ მამაკაცები და გვაიძულებენ ის რეალობა მივიღოთ რომელსაც გვთავაზობენ და უმოწყალოდ გვჩრიან სახეში …

ცხოვრება კინო არაა _ ეს უკვე აფორიზმია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არსებობს სიტყვა, მცნება და გრძნობა _სიყვარული, თანადგომა, ლტოლვა, ზრუნვა, განცდა, განშორება, მონატრება, ხელმოცარვა და წარმატება.

ცხოვრება კინო არაა… აღარ გვინდა განმეორება !.. მაგრამ თითქმის ყველას გამოუცდია შეგრძნება, როცა სუნთქვაც კი არ შეგიძლია „მის“ გარეშე.

ცხოვრება კინო არაა, უდრტვინველად ვიღებთ ამ, ქალებისთვის განკუთვნილ ეფექტურ გამოსაფხიზლებელ საშუალებას და პრობლემას ვეძებთ სხვა ფაქტებსა და დეტალებში. რატომ გვჩაგრავენ ისე, რომ ამას თავადვე ვერ ვგრძნობთ.

ცხოვრება კინო არაა… აქ ,არ შეძლება კაცს სულისშეძვრამდე უყვარდეს ქალი (საინტერესოა, საერთოდ თუ შესწევთ ამის უნარი.)

ცხოვრება კინო არაა…. ამიტომ, ქალებო ყველა ქვეყნისა… მიუჯექით მეოცე საუკუნის უდიდეს გამოგონებას, ტელევიზორს და თავით გადაეშვით ათასგვარ უგემოვნო და უსახურ საპნის ოპერაში ან თბილ და ლამაზ მელოდრამაში. იქ ხომ ისე უყვართ, რომ არც დაგესიზმრებათ. ისე სძულთ, როგორი სიძულვილიც თქვენ გიპყრობთ ხოლმე საკუთრი ვერახდენილი ოცნებების გამო, იქ ხომ ვიღაც ისე ზრუნავს თქქვენნაირ ქალზე, რომ წარმოუდგენელია რეალობა იყოს. იქ ხომ ყველაფერი კარგად მთავრდება… თქვენი , საკუთარი ცხოვრებისეული „კინოსგან“ განსხვავებით.

ცხოვრება კინო არაა… გული გტკივათ?… უსამართლობაა, როცა თქვენთვის ასე ადვილი არაა ყველაფერი. ათასჯერ უფრო მტკივნეულია როცა თქვენი მეუღლე ამბობს, რომ უნდა წავიდეს, როცა მარტო რჩებით საკუთარ ტკივილთან შვილების ანაბარა, როცა თქვენზე აღმართავენ ხელს და სიბრაზე გახრჩობთ. საკუთრი თავი გეცოდებათ, როცა თქვენ გწირავენ და ალბათ გეზიზღებათ კიდეც, როცა აღმოაჩენთ, რომ ვინც გაგწირათ იმ ადამიანის სიყვარული მაინც შეგიძლიათ.

ცხოვრება კინო არაა _ არ დაიჯეროთ. არც იმ ფსიქოლოგებს დაუჯეროთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღალატი ჩეულებრივი მოვლენაა და ქალმაც ჩეულებრივ უნდა მიიღოს.

ცხოვრება კინო არაა… მაინც რატომ წამომეჭრა ეს პრობლემა ?… უფრო სწორად რატომ წამოვჭერით მე და ჩემმა მეგობრამა დილით, ჭიქა ყავაზე სკაიპით რომ ვიკლავდით უდროობის გამო ერთმანეთის ვერნახვით გამოწვეულ „დარდს“. ის თავის ყოველდღიურ რუტინაზე წუწუნებდა, მე ჩემს ამბებს ვუყვებოდი და სიტყვამ და სიტუაციამ თვისთავად გაგვახსენა ამერიკელი „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ (ამ ადგილს სევდიანი ღიმილიც მოუხდებოდა), გავიხსენეთ, განვიხილეთ, არა მარტო ცხოვრებისეულ არამედ პროფესიულ დონეზე და იმ დასკვნამდე მივედით , რომ იქაური დიასახლისები ჩვენებურის სასოწარკვეთილების ფონზე მეტად უზრუნველად, დაცულად და ლამაზად გამოიყურებიან. თუმცა ფაქტი ერთია, პრობლემა ყველას ერთნაირი აქვს, საზრუნავიც… განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისინი იმ ქვეყანაში ცხოვრობენ სადაც ქმრისგან, საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან ქალი ერთნაირად არ ითრგუნება. მერე , გაგვახსენდა ქალური ჩვევები, სიყვარულის სურვილი და ამას წინათ ფსიქოლოგის რიტორიკული კითხვა თავისი პასუხით „რატომ უყვართ ქალებს მელოდრამები?..“.

და მაინც, რატომ უყვართ, ქალებს მელოდრამები და რატომ ტკივათ, როდესაც გრძნობენ რომ „ცხოვრება კინო არაა“?.. ამ კითხვით ჩემს რამოდენიმე რესპონდენტს მივმართე:

***
თათია, ჭკვიანი და პრაგმატული ადამიანია, ამავდროულად ნიჭიერი და საინტერესო. შემდგარი ქალი, რომლის საქმიანობა მხოლოდ დიასახლისობით არ შემოიფარგლება. გამახსენდა, რა ენთუზიაზმით მიზიარებდა ხოლმე, ახლადნანახი კარგი ფილმის შინაარსს. კითხვაზე გაეცინა. სევდით და სინანულით:“იცი, ფილმი რამდენი ხანია არ მინახავს?.. ახლა მისი ყურების საშულებასაც არ მაძლევენ. დილით ვმუშაობ და საღამოს ჩემი ქმრის საყვარელ დეტექტივებს შემიძლია ვუყურო მხოლოდ. ზოგჯერ, თუ ძილს და დაღლილობას გავუჯიუტდი და რომელიმე არხზე კარგი მელოდრამა შემხვდა , რომ იტყვიან შიგნით ვიკარგები. საშუალება მეძლევა მოვწყდე ჩემს ცხოვრებას, რომელმა დამღალა, ისე დამღალა, რომ ხანდახან ყვირილი მინდა!.. სულ ვოცნებობ, რომელიმე გმირივით, იმის გამბედაობა მომცა ყველაფერი თავიდან დავიწყო. მაგრამ, ხომ გაგიგია… ცხოვრება კინო არაა, რეალურად ჩვენ საქციელზე, ჩვენვე ვაგებთ პასუხს. ეს პასუხისმგებლობა მაშინებს და მაიძულებს იმ ცხოვრებით ვიცხოვრო, რომელიც მაქვს და არ მომწონს“.

***
ნინო, ინტელექტის და სილამაზის სრული თანხვედრაა, ბედნიერი და სავსე ოჯახის დედა, ახლაგაზრდა და დიდი პოტენციის მქონე, რომელიც სახლში ზის და ცდილობს შვილებს სწორად ცხოვრება ასწავლოს. თვითონაც წერს, ისევე ლამაზ და ჭკვიანურ წერილებს, როგორიც თავადაა:“ ჩემთვის ფილმის ყურება რელაქსაციაა, შენც ხომ იცი. ღამით, როცა ჩემი ქმარი და სამი შვილი დაიძინებს, მარტო ვრჩები საკუთარ თავთან და ფილმებთან, სადაც ჩემზე გამბედავი ხალხი ცხოვრობს. ეს მშველის იცი, მშველის იმაში, რომ დილით ავდგე და ყოველდღიური ერთფეროვნება აუტალი არ გახდეს ჩემთვის, რომ დილის საუზმემ, ბავშვების სკოლიდან მოვარდნამ, სახლის მუდმივმა ქაომა, ჩემი მეუღლის უწყინარმა, ზოგჯერ მომაბეზრებელმა ხუმრობებმა და ჩემი ოჯახის ხმაურიანმა სიმყუდროვემ რომანტიკა არ დაკარგოს. მე მიყვარს ეს ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დამღლელია, რომ სადმე გადაკარგვა მინდება, ეს სადმე არის ჩემთვის კარგი ფილმი, კარგი სიყვარულის ისტორია, კარგად გადაღებული და მოთხრობილი ამბავი.„

***
ლელა ისეთი ქალია, თავისი ცხოვრების დეტალები თავადვე რომ უჩუყებს გულს. ტირის ყველაფერზე და ყველაზეც. მამაკაცებზე, რომლებიც ყოველთვის ადვილად წირავდნენ; ქმარზე, რომელმაც მიატოვა; შვილზე, რომელიც შესანიშნავ ადამიანად გაზარდა, მეგობრებზე, რომლებიც ყურადღებას არ აკლებენ, მაგრამ ეს ლამის კარმული დაუკმაყოფილებელი ბედნიერების შეგრძნება არასოდეს ტოვებს და არ აძლევს საშუალებას ბედნიერი იყოს.“… „_ცოდვა გამხელილი სჯობს ჩემო კარგო და ჩემი ცხოვრება რომ ვერ აეწყო მგონი ჩემი უკიდეგანო კინომანობის ბრალია. ყოველთვის ის მინდოდ რაც იქ იყო. ისეთი სიყვარული, ისეთი ცრემლების ღვრა, ბოლოს ზღაპარივი ფინალი… ხან ჯეინ ეარი ვიყავი ხანაც, ელიზაბეტ ბენეტი. ეს ოხერი მისტერ დარსიც არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მდუმარე და თავგანწირული რაინდი. აი, ვის ვეძებდი. ამიტომ დავღალე ქმარი ჩემი წიგნებით და ფილმებით. მთელი დღე მიჯაჭვული ვიყავი და წარმოიდგინეთ ახლაც ვარ ტელევიზორსა და ინტერნეტზე…მერე, გაუთავებელი,_ ასე ნუ ამბობა, ასე ნუ აკეთებ… ასე ცხოვრება არ მინდა და… კარგა გემრიელი მელდორამაც გამომივიდა თავისი დრამატული ფინალით რა თქმა უნდა. “

***
მაია ის ადამიანია, რომელსაც ცხოვრებამ დააჯერა, რომ სიყვარული არ არსებობს და ბედნიერება მხოლოდ ისაა, როცა ქმარი ფხიზელი მოვა სახლში და მოქნეული მუშტით არ შეახსენებს, რომ ოჯახის უფროსს პატივი უნდა სცეს. არადა, როცაა თხოვდებოდა, იმის იმედი ჰქონდა, რომ მყუდრო ბუდეს შექმნიდა, სადაც სტუმრები ივლიდნენ და მოილხენდნენ, ზუსტად ისე, როგრც მისი ბავშვობის სახლში. ახლა, ყველაზე მეტად სტუმრების მოსვლის ეშინია… საღამომდე, საოჯახო საქმეების პარალელურად ტელევიზორს უზის და ჩენი ტელევიზიების მიერ შეთავაზებულ „მაღალმხატვრულ“ სერიალებზე იწმინდავს ცრემლს მანამ, სანამ არ გაისმება ასე საძულველი „საჭმელი მოიტანე ქალო!“: „… არაფერი მეთქმის, მამაჩემი საოცარი კაცი იყო, პირველივე შეხვედრაზე მიხვდა ჩემი ქმარი რა ადამიანიც იყო, მაგრამ მე მეოცნებე ვიყავი და არაფრის გაგონება არ მინდოდა. ახლა, რომ მახსენდება გული მტკივა, რატომ არ დავუჯერე ჩემებს. დღეს, უკვე საკუთრი თავის პატივისცემა მაქვს დაკარგული. სანამ ბავშები ჩვენთან იყვნენ რა მიჭირდა. ახლა, სტუდენტები არიან, მარტო დავრჩი, და ტელევიზორია ჩემი ერთადერთი მეგობარი. ჩემი მხსნელი. ვუყურებ და რომ იტყვიან ცრემლი არ მელევა. იქ ყველა ლამაზია , ყველას უმართლებს, ყველაფერი კარგად მთვარდება. ჩემს ისტორიას კი არა აქვს დასასრული, არც კარგი და არც ცუდი. ბევრჯერ მომხვედრია ფილმის ყურებისას აჩუყებული გულის გამო. შვილები დამცინიან და მეც ვიცი ეს საუკეთესო გამოსავალი რომ არაა, მაგრამ რაღაცას ხომ უნდა შევაფარო თავი.“

***
„არ დაჩაგრო ქალი“_ ტელევიზორიდან მოუწოდებენ ქართველ მამაკაცებს ქართველივე რაგბისტები (ბუნებრივია მამაკაცები). „იყავით იდუმალი “_ გვირჩევენ და წესებს გვასწავლიან ყვითელი ჟურნალებიდან, „ნუ იქნებით ზედმეტად თავგანწიურლები“_ გვიკიჟინებენ ფსიქოლოგები და ბედნიერების ფორმულას ფორმულაზე გვთავაზობენ.

თამცაღა, ბედნიერების თეორემა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელია.

ცხოვრება კინო არაა… არ დაგწყდეს გული, როცა შენი ძლიერი მეორე ნახევარი მელოდრამის სიყვარულში დამცინავად დაგდებს ბრალს. მას ნამდვილად არ შესწევს უნარი ისეთი თავგანწირვით უყვარდეს, როგორც შენ. იქნებ, არც ერთგულების ფასი იცის როგორც საჭიროა.

ცხოვრება კინო არაა… ამიტომ, როცა მეათასედ გადავარდები სხვის სასიყვარულო, ინტრიგებით სავსე ისტორიაში, წამით გაგახსენდეს, რომ შენი ამბავი უფრო მნიშნელოვანია. რომ ბედნიერება და წარმატება აქაც შეიძლება მოიპოვო, ამ საზოგადოებაში, სადაც სხვისი ცხოვრებით საზრდოობს თითქმის ყველა მეზობელი და კეთილისმყოფელი.

ხოვრება კინო არაა… მერამდენედ უნდა გაგიმეორონ რომ გჩაგრავდნენ და თავი დაიცვა, ადგე და იბრძოლო, გიყვარდეს და ხმამაღლა იყვირო, გტკიოდეს და საშველი იპოვო.

ცხოვრება კინო არაა… და ეს კარგია, რადგან, ვიღაც, სხვა ვერ დაწერს მას შენს მაგივრად.

ცხოვრება კინო არაა… ამიტომ აისრულე ოცნება და თავად გახდი მისი რეჟისორი.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est