ქალი და პოლიტიკა

9 Oct


ქალები საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა და ზოგადად ჩვენს ირგვლივ არსებულს სივრცეში.
ძლიერი ქალები.
ისინი საუბრობენ მკვეთრად და კომპეტენტურად, მოქმედებენ მიზანმიმართულად და დიპლომატიურად. უკან იხევენ რთულად და იძულებით.
მტკიცედ არიან დარწმუნებული საკუთარ ძალაში და სჯერათ საკუთარი სიმართლის.
იმიჯი _ ერთნაირი და თანაც განსხვავებული. ეტიკეტის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
… მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, თავიანთი მშვიდობისმოყვარეობით ასე სჭირდებიან მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს, მათი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილების პროცენტულობა 12 % მაინც არ აღემატება.

***
არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე, ითვლებოდა, რომ ქალებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდათ და პოლიტიკური მოღვაწეობა, მხოლოდ “ძლიერი” სქესის პრეროგატივა იყო. ისტორიულად ისე აეწყო, რომ ქალისა და მამაკაცის როლები მკვეთრად გაემიჯნა ერთმანეთს. მამაკაცი იყო მომპოვებელი, ხოლო ქალი_ ოჯახური კერის მცველი.
ძველ საბრძნეთსა და რომში, გამორიცხული იყო ქალთა აშკარა მონაწილეობდა დებატებსა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში და ისინი, ოფიციალურად მთლიანად განცალკავებული იყვნენ პოლიტიკიდან.
მიუხედავად იმისა, მაშინაც და ადრეც, საუკუნეების მანძილზე სამეფო ოჯახის წარმომადგენელ ქალებს შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. ამის მაგალითია, პირველი ჩვენამდე მოღწეული პოლიტიკოსი ქალი, ჩვენს ერამდე მე-15 ასლეულში მოღვაწე ეგვიპტელი დედოდალი _ ჰანშეფსუტი, რომლის მმართველობის პერიოდიც ხასიათდება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აღმავლობით; ასევე, სხვა მრავალი ქალი _ მმართველი და მებრძოლიც კი. მაგალითად _ დედოფალი ეკატერინე მედიჩი, რომელივ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახდენდა გავლენას საფრანგეთის საგარეო და საშიანაო პოლიტიკურ პროცესებეზე, თუმცა რამდენად სამართლიანად და ჰუმანურად აკეთებდა ამას, ეს უკვე სხვა თემაა.
ჩვენი ეროვნული სიმაყე _ თამარ მეფე, რომელმაც არამარტო შეინარჩუნა ერთიანი საქართველო, არამედ თავისი მმართველობის პერიოდი ოქროს ხანად აქცია.
თუმცა, ჩვენი საუბარი, ეხება თანამდეროვე პოლიტიკას, ყოველგვარი სამეფო მემკვიდრეობისა და რეგალიების გარეშე.
ქალისა და პოლიტიკის ტანდემმა შედგომა დაიწყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა, ფემინისტებმა მიაღწიეს ქალთა და მამაკაცთა უფლებების შეძლებისდაგვარ გათანაბრებას. თუმცა, ამ მოვლენის შემდეგაც რამოდენიმე ათეული წელი გახდა საჭირო, რომ ქალი ნამდვილად და სრულფასოვნად მოსულიყო პოლიტიკაში.
პირველი ქალი, რომელმაც 1960 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა იყო შრი-ლანკელი სირიმავო ბანდარანაიკე და მისი მმართველობის პერიოდი, მნიშვნელოვანი და თამამი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდის შემდეგ, იგი კიდევ რამდენიმეჯერ ჩაუდგა ხელისუფლებას სათავეში და პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა 2000 წელს _ 84 წლისა.
პირველი პრეზიდენტი ქალი გახლდათ ესტელა მარტინეს დე პერონი, რომელმაც 1974 წლის არგენტინის საპრეზიდენტო არჩვნებში გაიმარჯვა. მისმა გამარჯვებამ მრავალ ქალს აუნთო „მწვანე შუქი“ პოლიტიკაში და… დღესდღეობით ქალებს თანამედროვე ქვეყნების სახელმწიფო აპარატებში 10 % მეტი უჭირავთ.
ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონები არიან _ მარგარეტ ტეტჩერი, ინდირა განდი, ანგელა მერკელი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი…
მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით ვუყურებდი ბავშვობაში პაკისტანის პრემიერის ბენაზირ ბჰუტოს ფოტოებს და მაოცებდა მუსულმანურ სამყაროში აღმოცენებული ამ მშენიერი ქალის სიმამაცე, მისი გამოხედვის სიმტკიცე და სითბო ერთდროულად.
***
მაინც რა არის ის მთავარი, რასაც პოლიტიკოსი ქალისგან ელის საზოგადოება.
პოლიტიკაში ქალთა მოღვაწეობის შესახებ არსებობს თეორია, რომლის თანახმად, პოლიტიკაში გამოყოფენ განსაკუთრებულ, ქალურ სტილს, რომელსაც ადამიანებისა და სოციალური საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ახასიათებს. იგი მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩვა, ვინაიდან, ქალები არ არიან მიდრეკილნი ძალის გამოყენებით, ომებითა და კონფლიქტებით გადაჭრან პრობლემები.
თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მართვის სტილი ადამიანის სქესზე კი არა ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული. ვინაიდან, არსებობენ მშვიდობისმოყვარე მამაკაცები და მებრძოლი ქალები.
ამის მაგალითს თავად ისტორია გვაძლევს. ყველაზე ცნობილი პოლიტიკოს ქალი _ მარგარეტ ტეტჩერი ატარებდა აბსოლუტურად მამაკაცურ პოლიტიკურ ხაზს, ე.წ. „ტეტჩრიზმის“ პოლიტიკას. რისთვისაც მას ეწოდა კიდეც „რკინის ლედი“.
მეორეს მხრივ, კი არსებობენ ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც იჩენენ მშვიდობისმოყვარეობას და ინტერეს სოციალური საკითხებ მიმართ _ მაგალითად, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გრუ ჰარლემ ბრუნტლანი.
სწორედ ესაა მთვარი მიზეზი იმისა, რომ ხალხი უფრო და უფრო მეტი ნდობით უყურებს პოლიტიკოს ქალბატონებს. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ისინი გაგებით მოეკიდებიან მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, არ მოახდენენ ომისა და კონფლიქტების პროვოცირებას. გაიგებენ მოქალაქის ხმას და გულთან მიიტანენ მათ გასაჭირს. როგორ ქალი, დედა, სიმყუდროვის მცველი… სადარაჯოზე დაუდგებიან თავიანთ მოსახლეობას.
ეს, ის იდეალური ვარიანტია, რომელიც თვითოეულ ჩენგანს გვესახება ქალი-პოლიტიკოსის წარმოდგენისას.
თუმცა, საქართველოს რეალობაში ჩვენ ისეთ ქალ-პოლიტიკოსებსაც შევხვედრივართ, რომელთ დანახვა_გაგონებაზე,მოსახლეობას ნდობის მაგივრად აგრესია უჩნდებოდა. მათი დამცინავი, მენტორული და ზედმეტად თავდაჯერებული ტონი, სრულიად არ იწვევდა დადებით ემოციას ხალხში, რაც გახდა კიდეც მასობრივი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში„ ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მიერ ჩატარებულ „პოდიუმ დისკუსიაზე“ , დამსწრე პოლიტიკოსი ქალების საკმაოდ საინტერეს სახეთა შორის, განსაკუთრებით გამაოცა, მანანა კობახიძის, მკვეთრად გამოხატულმა პოზიციამ, ხასიათის სიმტკიცემ და რკინის ლოგიკამ. ამიტომ, როგორც ამომრჩეველს ძალიან მესიამოვნა,იმის გაგება, რომ იგი საქართველოს პარლამენტის სპიკერი უნდა გახდეს.
ჩემი, როგორც ამომრჩვლის მოლოდინიც დიდია და გულისწყვეტაც. მოლოდინი _ საქართველოს პოლიტიკურ-მენტალური, მორალურ-სოციალური კრიზისიდან გამოსვლისა და გულსწყვეტა, იმის, გამო, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია ქალური სიბრძნე და მოთმინება.
„ჩენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ _ გვეუბნებიან პროპაგანდისტული ვიდეოკლიპიდან რიგითი ადამიანები, მსახიობები, პოლიტიკოსები.
„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ _ ვეუბნებით ჩვენს თავს და უახლოესი გამოცდილების გათვალისწინებით, მასთან ერთად სუფთა პოლიტიკა წარმოგვიდგება თვალწინ, ყოველგვარი დემაგოგიისა და ინტრიგების გარეშე.
„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“ _ ჩვენ დავიღალეთ, ამიტომ, ეს არის ჩვენი სურვილი და მოქალაქეობრივი პოზიცია.
„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში…“ _ და მათთან ერთად ადამიანური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.
„ჩვენ გვინდა ქალები პოლიტიკაში!..“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est