21 თებერვალს პარლამენტში…

22 Feb

66659_540724925960048_1687957808_n

21 თებერვალს პარლამენტში ერთ საინტერესეო შეხვედრას დავესწარი ჩემთვის და ალბათ ყველა ქალისათვის მეტად საჭირბოროტო თემასთან დაკავშირებით.
ბევრი ძველი და ახალი ინფრომაციით. ჯერ კიდევ ჩანასახში არსებული სამომავლო გეგმებით.
თუმცა, მოდით, თანმიმდევრულად დავიწყებ…
ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ბალანსირებისთვის ზრუნავს ორ ასეულზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი.
ატარებენ კვლევებს.
ეძებენ ქეისებს.
დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლთ.
ეხმიანებიან ერთმანეთს და ერთად ეძებენ პრევენციის გზებს იმ უცნაური და მსოფლიოში გავრცელებული სენისგან თავდასაღწევად, რასაც გენდერული უთანასწორობა ჰქვია და რომელსაც უმეტესად ნაკლებად შესამჩნევი, ან ეროვნულ ტრადიციებს ამოფარებული სიმპტომები გააჩნია.

სწორედ ამ მიზნით… „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ და ასოციაცია “დეას” ორგანიზებით მოხდა, გენდერულის საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა წამომადგენლების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრა პარლამენტში შედგა და მას ესწრებოდნენ : მანანა კობახიძე _ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საბჭოს თავმჯდომარე; გიგლა აგულაშვილი _ პალამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; ეკა ბესელია _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი სესიაშვილი _ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; ნანა ყეინიშვილი _ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი გოზალიშვილი _ პარლამენტის წევრი.
ელენე რუსეცკაია _ ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი; ლაშა იაშვილი _ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დედათა მხარდამჭერი“ ორგანიზაციის კოორდინატორი. ქალთა განვითარების კომიტეტის და ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელი ქალბატონები ზუგდიდიდან და ფოთიდან _ რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეები, თვითმმართველობების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედები და ის ქალბატონები , რომლებზეც პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას ახდენს დღეს არსებული გენდერული დისბალანსი.
ქალბატონმა მანანა კობახიძემ გაგვაცნო საბჭოს ძირითდი სამუშაო მიმართულება, სამომავლო გეგმები, მზადყოფნა ქალთა პრობლემების მოსმენის, განხილვისა და გადაჭრისათვის. მზადყოფნა დახმარებისათვის, ქალთა პოლიტიკური აქტიურობის წახალისების საქმესა და ყველაზე მძფრად მტკივნეულ ქალურ საკითხებში.
შესაბამისად, საკუთრი აღტაცება გამოხატა ქალბატონმა ეკა ბესელიამ ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურებულ ქალთა მისამართით, თუმცა, არ უცდია, ამის პარალელურად არსებული გენდერული პრობლემის გვერდის ავლა. თქვა, რომ საბჭოს არსებობის უმთავრეს მიზნად ესახებ არსებული პრობლემების მოსმენა და მათი გადაჭრის საშუალებით ქალთა გაძლიერება. რათა ისინი უფრო მყარად დადგნენ ფეხზე და ირწმუნონ საკუთრი შესაძლებლობები.
ზუსტად გამოხატა ქალბატონმა ნანა ყეინიშვილმა ქართველი ქალის არსი როდესაც განაცხადა რომ „_ ქალთა მდგომარეობა და სწრაფვა თვითგადარჩენისათვის გმირობის ტოლფასია.“
შესაბამისად , იგივე აზრს იზიარებდნენ საბჭოს მამაკაცი წამომადგენლებიც :
გიორგი გოზალიშვილი : „ქალი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცი და ცნობილია, რომ ვინც ქალზე დებს ფსონს ის ყოველთვის გამარჯვებულია.“
ირაკლი სესიაშვილი : „აქ, შემთხვევით არ მოვხვედრილვარ, ვინაიდან მთელი გულით ვიზიარებ დღესდღობით არსებულ გენდერულ პრობლემებს და მზად ვარ გვერდით დაგიდგეთ.“
გიგლა აგულაშვილი: „მე როგორ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერულ საკითხს ჩემეული კუთხით ვუდგები. მაწუხებს ის, რომ ქალის როლი მეტად მძიმეა სოფლის მეურნეობაში. მაგრამ მიუხედავად სიძნელეებისა ქალი ორიენტირებულია განათლების, კულტურის და ეკონომიკის სრულყოფაზე.“
მაია რუსეცკაიამ ისაუბრა საქართველოს სავალალო რეიტინგზე გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ, ათეულობით წლების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებზე, ქალთა პოლიტიკურ აქტიურობაზე და იმ სიძნელეებზე, რომელიც ქალის შიდა პარტიულ თუ ზოგადად არსებული პოლიტიკურ დაწინაურებას ახლავ თან. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ სხვაგვარადაა სიტუაცია, იურისტი ქალების შემთხვევაში, ვინაიდან, სახელმწიფომ ქალს მისცა საშუალება გამოცდების სახით გამოემჟღავნებინა საკუთრი ცოდნა და კომპეტენტურობა. სწორედ, ამის შედეგია ის, რომ დღესდღეობით საქართველოში მოსამართლეთა 48 % ქალია…
ასევე,პოლიტიკაში ქალთა კვოტირებაზე გაამახვილა ყურადღება ლაშა იაშვილმა. მაგრამ, ამ იდეამ, საბჭოს მამაკაც წევრებში ვერ ჰპოვა მხარდაჭრა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ, მთვარია საბჭო დაეხმაროს ქალებს გაძლიერდნენ , თავად დადგნენ ფეხზე და არა ხელოვნურად შეუქმნან პირობები: „გენდერული პრობლემა არ ნიშნავს გენდერულ დისკრიმინაციას მეორე მხრიდან და ხელოვნურად შექმნილ სივრცეს.“ , „კვოტირება, როგორც დამხმარე პროცედურა“ არ სჭირდება ძლიერ ქალს, რომელმაც იცის რა უნდა.
რასაც, მაია რუსეცკაია უპასუხი იყო, რომ ეს უნდა იყოს დროებითი მოვლენა, ერთგვარი დროებითი ზომა ქალთა წახალისების მიზნით.
სხდომაზე წამოიჭრა პრობლემები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების დაფინანსება ბიუჯეტიდან და ამ სტატუსების მოპოვების სიძნელეები; შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ბავშვთა მშობლების სამუშაო პირობების შემსუბუქება და ა. შ.
შეხვედრის დასასრულს ეკა ბესელიამ დიდი სიხარული გამოხატა, რომ ამდენი აქტიური და ნიჭიერი ქალბატონია საქართველოში . ხოლო, მანანა კობახიძემ, ისაუბრა, სამომავლო სურვილზე პარლამენტში გენდერული მდივნის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ და კონკრეტულად გენდერულ პრობლემებზე იმუშვებს. იქვე გამოთქვა მწუხარება, რომ წლევანდელ წლის დაგეგმარებაში გენდერული საბჭო ვერ იქნა ჩართული, მაგრამ გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა გაიაროს კოსნსულტაცია სხვადასხვა კომიტეტებთან და იმედი, რომ მათგან დიდი თანადგომა ექნება.
……………………………………………………………………………..
ვუყურები ამ ძლიერ, მშვენიერ და ჭკვიან ქალბატონებს, რომლებმაც იციან რა სურთ და რა არის საჭირო მათი პირობების გასაუმჯობესებლად, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორ იბრძოლონ, რომ ეს სირთულეები საკუთარ შვილებს ააცილონ თავიდან და მახსენდება ის შეგრძნება, რომელიც ჩემს რესპონდენტებთან ურთიერთობისას მეუფლება ხოლმე. ქალებთან , რომლების მიუხედავად უამრავი სირთულისა, მიუხედავად სტატუსისა _ მსხვერპლი, ყოველთვის მაოცებენ თავიანთი ძლიერებით, გონიერებითა და დაუცველობით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est