მერი პირველად სამი წლის წინ ვნახე, აჭარაში დასასვენებლად ჩასულმა. ,,ნატომ რძალი მოიყვანაო” _ გოგონებმა ამბავი დამახვედრეს. გამიხარდა ჩვენი მუდმივი “სახლის” დიასახლის ოცნება რომ ახდა და ორმოც წელს გადაცილებულმა გაგამ, როგორც იქნა, ცოლი შეირთო, თანაც, 17 წლის, ულამაზესი გოგო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ახალი რძალი უკვე მოლოგინებული იყო და ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში იწვა.
Archive | ნაადრევი ქორწინება RSS feed for this section
მარტოდმარტო მთელ სამყაროში
24 Julსულ ცოტა ხნის წინ, ტელევიზით (რომელიც ამ ბოლო დროს დილიდანვე გვანებივრებს ნეგატიური ინფორმაციით) გადმოსცეს უბედური შემთხვევის შესახებ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, 16 წლის გოგონა ხიდიდან გადახტა. შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო …