შორიდან დავიწყებ.
თითქმის ათი წლის წინანდელი საქართველოდან. ხმაურიანი, აღტაცებული დაპირებებით გაბრუებულებს, თვალები რომ გვიბრწყინავდა… პირველ დაჭერილ კრიმინალზე, პირველ დაჭერილ ქურდზე, პირველ დაჭერილ მექრთამეზე…
… უკვე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის… საკმაოზე მეტად ვიყავით დაღლილები, საინფორმაციოებში პერმანენტულად ნაჩვენები კადრებით. როგორ უვარდებოდნენ სახლებში და წამოაგდებდნენ საწოლიდან მორიგ „დამნაშავეს“, ბიზნესმენს თუ უბრალოდ ვინმეს თვალშიარმოსულ პიროვნებას. აღშფოთებულები, როგორ ანგრევდნენ არალეგალური ბორდელების კარებს და ამით თითქოს მიგვანიშნებდნენ, რომ ისინი აშენებდნენ სახელმწიფოს, სადაც არ იქნება ქრთამის აღება, კრიმინალი, ქურდობა, ნარკომანია, ტყუილი, სექსი, თანამდებობრივი იმუნიტეტი და ლტოლვა ფუფუნებისადმი.
არაჩვეულებრივი სისასტიკე
21 Sepძალადობა ნებაყოფლობით
24 Julზუსტად ერთი წლის წინ, სტამბულიდან საქართველოში ავტობუსით მომიწია წამოსვლა. აქსარაის ავტოსადგურში, ათასობით ადამიანი ირეოდა. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ქართველი… თანაც ქალი. მოსაცდელში ბევრმა ენაწყლიანმა საკუთარი ისტორია დაუნანებლად მოყვა, ასევე, საკუთარ უმწიკვლობაზე ხაზგასმული მინიშნებებით. იმ მომენტში მათ რეპუტაციაში არავის შეჰპარვია ეჭვი, ამდენად, უადგილო იყო ეს ხაზგასმა. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ არცთუ უადგილო …
მარტოდმარტო მთელ სამყაროში
24 Julსულ ცოტა ხნის წინ, ტელევიზით (რომელიც ამ ბოლო დროს დილიდანვე გვანებივრებს ნეგატიური ინფორმაციით) გადმოსცეს უბედური შემთხვევის შესახებ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, 16 წლის გოგონა ხიდიდან გადახტა. შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო …